Sunday, October 20, 2013

სასწავლო პროექტი

  სასწავლო    პროექტი
1.    პროექტის სახელწოდება :     „ მეგობრის დახმარება’’  
2. მთავარი  იდეა : თანაგრძნობის გამოხატვა  ადამიანებისადმი.
3. პროექტის აქტუალობა: საგანთა ინტეგრაცია, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება.
4.პროექტის მიზანი: მოსწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის, თანამშრომლობის,

კომუნიკაციის, წერის,ხატვის, სიმღერის უნარ- ჩვევების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი: 10-12წელი.
6.ვადები: 1 კვირა.
7.პროექტისათვის საჭირო რესურსები:ფორმატი. საღებავები, ფანქრები, სამოტივაციო წერილი, ვიდეო მასალა-ჩაწერილი სიმღერა ზამთარზე,ნამუშევრის გაგზავნის ხარჯები.
8. მასწავლებელი ბავშვებს აცნობს სამოტივაციო წერილს
    ჩვენ ოკეანის ერთ პატარა კუნძულზე ვცხოვრობთ; სადაც სულ ცხელა და ზაფხულია.
სამწუხაროა,რომ ჩვენთან სულ ზაფხულია და არაფერი იცვლება, თქვენთან უკეთესია, რადგან ზამთარი მოდის და შეგიძლიათ თოვლში თამაში. ჩვენ თოვლი არასოდეს გვინახავს,
მხოლოდ ხელოვნური თოვლი ვიცით. სადაც არ ვიცით როგორ ვითამაშოთ.   საინტერესოა, რამდენი დღე  შეგიძლიათ ითამაშოთ თოვლზე?  იქნებ დაგვეხმაროთ  გვასწავლოთ თოვლში თამაში და სიმღერა თოვლზე.
9. აქტივობები: რა არის წერილის მიზანი?
     მოსწავლეები ამბობენ: რა შეიძლება გაუგზავნონ შორს მცხოვრებ ბავშვებს? სად ცხოვრობენ,დახატონ  როგორ თამაშობენ ზამთარში, ჩაწერონ სიმღერა    ზამთარზე:რომელი კლასის მოსწავლეები არიან?
მოსწავლეები ერთი კვირის შემდეგ წარმოადგენენ ნამუშევრებს
საგანთა შორის კავშირი -მათემატიკასთან.ბუნებასთან, ხელოვნებასთან და ა.შ.
10. პროექტის ხელმძღვანელი: ლიანა ტეფნაძე.

11. ხელმძღვანელის ელფოსტა : lianatefnadze@gmail.com.s